თელავში შშმ პირებისთვის პარკირების ადგილები გამოიყოფა
აღნიშნული ინიციატივა დღეს, საკრებულოს სხდომაზე, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი ზაქაიძემ წარადგინა.
,,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნილი იყო დროებითი სამუშაო ჯგუფი და გადაწყდა, რომ ქალაქში სადაც პარკირების ადგილებია მოწყობილი, გარდა ტაქსებისა ყველგან თითო ადგილი იქნება გამოყოფილი შშმ პირებისთვის. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ #76 განკარგულებით იყო მიღებული, დღეს სხდომაზე მოხდა ცვლილებების შეტანა და რამდენიმე ადგილის დამატება,”- განუცხადა Knews.ge-ს დიმიტრი ზაქაიძემ.