ოთარ დანელია ბაქოში გამართულ აგროფორუმზე სიტყვით გამოვიდა
მინისტრი აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ ფარგლებში გამართულ აგროფორუმს დაესწრო. ფორუმში 30-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი და აგროსექტორის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰეიდარ ასადოვმა ფორუმის მონაწილეებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ანალიზის და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გულისხმობს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძესთან ერთად, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირთან.