ახალი ამბები

თელავში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამართალდამრღვევმა თელავის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოჭრა და გადაიტანა 10 ძირი წიფლის სახეობის პირველი ხარისხის ხე.
უწყების ცნობით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.