საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში 33 წლის თელაველი მამაკაცი ემსხვერპლა
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი 13 წლის განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა და ჯარში კონტრაქტით იმყოფებოდა. სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა ამბობს, რომ რევაზ წიკლაურის ოჯახმა მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გასულ ღამეს მიიღო.
ოჯახისთვის ჯერეჯრობით უცნობია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა რევაზ წიკლაური, თუმცა მათი ცნობით, იმ დანაყოფს სადაც მამაკაცი მსახურობდა, ჭურვი დაეცა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპულია კიდევ რამდენიმე ადამიანი.