ლაგოდეხსა და ახმეტაში სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებრივ ცენტრებში ნოტარიუსები მოსახლეობას უკვე შვიდ საზოგადოებრივ ცენტრში ემსახურებიან.
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრებს ნოტარიული მომსახურებაც დაემატა. ნოტარიუსები მოსახლეობას კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნებისმიერი სანოტარო, მათ შორის ონლაინ სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლონ”,- განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.