ახალი ამბები

ახმეტაში 18 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი აღმოაჩინეს

ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. 
წინასწარი ინფორმაციით, საბრძოლო მასალა რუსული წარმოშობისაა. ტერიტორია, სადაც ყუმბარები იპოვეს, ერთ-ერთ ადგილობრივს ეკუთვნის, თუმცა მან ამის შესახებ საუბარი არ ისურვა. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღმველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭურვები მეთევზეებმა იპოვეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, ყუმბარები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.
გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით, რაც ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას, სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.