ახალი ამბები

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეს იმპიჩმენტი ემუქრებათ

საკრებულოს სხდომა ახმეტაში 2 საათის წინ ჩაიშალა. სხდომაზე იმპიჩმენტს 22 დეპუტატიდან მხოლოდ 10-მა მისცა ხმა. საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მიადგილის თანამდებობებიდან გადაყენების მიზეზი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების ნაწილის მოთხოვნა გახდა. ისინი ხელისუფლების წარმოამდგენლებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 
,,საკრებულო ვერ ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს სისტემის გამართულად მუშაობას. ვემხრობი მათი იმპიჩმეტის საკითხს და ერთ-ერთი ინიციატორი ვარ“, – განაცხადა გაერთიანებული დემოკრატების თავმჯდომარემ ირაკლი უჯირაულმა.
ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის გელა ჯუგაშვილის განმარტებით, წარმომადგწნლობითი ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პირადი მიზნები ამოძრავებს.
შეგახსენებთ, რომ ქვორუმის არარსებობის გამო ახმეტის საკრებულოს სხდომა ამ ეტაპზე ვერ იწყება.