კახეთში მოსახლეობის რაოდენობა 21.6%-ით შემცირდა
ბოლო მონაცემების მიხედვით, რეგიონში მცხოვრებთა რიცხვი 21.6%-ით შემცირდა, რაც 319 144 ადამიანით ნაკლებია. რეგიონის მოსახლეობა საცხოვრებელ ადგილად უმეტესად დედაქალაქს ირჩევს. ადგილობრივები საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ერთ-ერთი ძირითად მიზეზად მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
,,5 წლის წავედი თბილისში სამუშაოდ. ვფიქრობდი, რომ ჩემი შვილის მომავალს ვუზრუნველყოფდი. მეუღლე არ მყავს, ამიტომ ბავშვი დედაჩემთან დავტოვე და ის ზრდის. ვცდილობ, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური ვიშოვო, თუმცა ჯერ ვერ მოვახერხე. სოფელში დარჩენაც არ მინდოდა, ვისაც უმაღლესი განათლება არ აქვს, სად უნდა იმუშავოს. დღიურ მუშებად კი იმდენ ფულს ვე შეაგროვებ, რომ შვილი და ოჯახი არჩინო“, – აცხადებს knews.ge-სთან ნათია მაღალაშვილი.