თელავში ელექტროშოკური აპარატით თევზაობის ფაქტი გამოავლინეს
დეპარტამენტის თანამშრომლების თქმით, კანონდამრღვევებს სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მათივე თქმით, შედგა სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.