გურჯაანის და თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ახალი ავტომობილები გადაეცათ
გურჯაანის და თელავის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ახალი ავტომობილები გადაეცათ. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მანქანები მაღალი გამავლობისაა და ყველა სამედიცინო წესით არის აღჭურვილი.
სერგეენკოს თქმით, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 180 საშუალო და მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014 წელს გადაეცა. 20 ახალი სპეც-მანქანა კი რეგიონული სასწრაფოსთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად შეიძინა.