ქიზიყელმა ფერმერმა საკუთარი პროდუქტების მაღაზია გახსნა
მაღაზიაში “ბექას ნობათი” იყიდება ხორცი და ხორც პროდუქტები: ძროხა, ხბო, ღორი, ქათამი და ბატკანი. რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი და სხვა. პროდუქტების უმეტესობა არის საკუთარი წარმოების, ფერმები კი, მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
ბექა გონაშვილის განცხადებით, მაღაზიის იდეა არ არის მხოლოდ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, სურს, რომ ნატურალური პროდუქციის მწარმოებლებისთვის სამომავლოდ ეს და სხვა მაღაზიები იქცეს სტაბილური სარეალიზაციო წერტილებად, ხოლო მომხმარებლისთვის საიმედო ოჯახური მარკეტებად.
,,ახალგაზრდები საკუთარ თავს და პროდუქციას პოპულარიზაციას უნდა უწევდნენ და იყვნენ აქტიურები. ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები მისდევენ სოფლის მეურნეობას, აწარმოებენ ნატურალურ პროდუქტებს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ არის. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ თავად კი არა, საკუთარი პროდუქტს გაუწიონ პოპულარიზაცია. ეს ნიშა დღეს მოიკოჭლებს, მაგრა, იმედია, გამოსწორდება“, – აცხადებს Knews.ge-სთან ბექა გონაშვილი.
დოდო ხარხელის ფოტო