გურჯაანის გამგებელმა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა
გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტის მანანა ჯანჯიბუხაშვილის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად საჯარო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი და დისციპლინური გადაცდომა დასახელდა.
როგორც გამგეობაშ აცხადებენ, აღნიშული გადაწყვეტილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნას ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა 46 წლის სოციალურად დაუცველმა მარტოხელა ეკატერინე პეტრიაშვილმა გამგეობას ერთჯერადი სოციალური დახმარებისთვის მიმართა. პეტრიაშვილს მკურნალობის კურსისთვის170 ლარის ოდენობის თანხა სჭირდებოდა. იგი, სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტ მანანა ჯანჯიბუხაშვილს სთხოვდა გაერკვია, რატომ ეწერა საგარანტიო ფურცელში 100-ის ნაცვლად 70 ლარი. ამის შემდეგ გამგეობაში სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტსა და მოქლაქეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტიდან ცოტა ხანში ქალბატონისთვის საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება. იგი, გადაიყვანეს გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინქი)
როგორც knews.ge_ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ეკატერინე პეტრიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება, რადგან საჩივრით არავის მიუმართავს. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ გამოკითხვები ტარდება.
მანანა ჯანჯიბუხაშვილი, გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი