,,კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე სამუშაოები მაისში დაიწყება”
კომპანიის ცნობით, ძირითადი სამუშაოები სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებში განხორციელდება.
გაზისვკომპანიის ინფორმაციით, ამ მონაკვეთებზე ტექნიკური გამოკვლევები და ოპერაციული სამუშაოები მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც ხორციელდებოდა, სადაც 300-5 000 მეტრის სიღრმეზე მდებარე რეზერვუარებში აღმოჩნდა გაზის დიდი მარაგი.
,,მაისიდან სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის დასავლურ ნაწილში, ჭაბურღილ „უდაბნო N 2”-ზე სამუშაოები დაიწყება. კომპანია Frontera Resources აპირებს სატესტო სამუშაოების ჩატარებას, რათა შეფასდეს 2 000-მეტრიანი მონაკვეთის რესურსი. კომპანიის პროგნოზით, მისი სამრეწველო სიმძლავრე შესაძლოა, დღეში 10-20 მილიონ კუბურ ფუტს შეადგენდეს. გარდა ამისა, 2017 წელს სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში იგეგმება 37 ჭაბურღილის გაბურღვა, რაც კომპანიას ერთი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის მოპოვების საშუალებას მისცემს”,- განაცხადეს Frontera Resources-ში.
კომპანიაში ამბობენ, რომ 2015 წელს გამოქვეყნებული პროგნოზის თანახმად, სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსის ტერიტორიაზე, ბუნებრივი აირის მარაგი 187 ტრილიონ კუბურ ფუტს შეადგენს.