კახეთში ელექტროშოკური აპარატით თევზაობის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს ინფორმაციით, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ალაზანზე, სამართალდამრღვევები თევზაობდნენ ე.წ. ელექტროშოკური აპარატით, სახლართი და მოსასმელი ბადით. ბადის სიგრძე და თვლის ზომა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებს.
,,ახმეტისა და ყვარლისა გარდა, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. სამართალდამრღვევები გასაბერი ნავის საშუალებით ე.წ. სახლართი ბადით თევზაობდნენ. ყველა პირს ჩამოერთვა სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო მასალები გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოს”,- განაცხადეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.