დავით გარეჯის კომპლექსის რეაბილიტაციაზე 1 მლნ ლარი დაიხარჯება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოებისათვის 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მისი მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში წვლილის შეტანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
,,პროექტი ითვალისწინებს სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, წყლის, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების ქსელის, ვიზიტორთა ცენტრისა და ავტოსადგომის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 მლნ ლარია. სამუშაოებზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული”,– განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.