ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაზე მოთხოვნადი 55 პროფესია გამოავლინა
როგორც knews.ge-ს ჯანაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, 2015 წლის მარტი-ივლისის თვეში განხორციელდა შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევა. მისივე თქმით, კვლევა უპრეცენდენტოა შრომის ბაზრის საკითხების შესწავლის მიმართულებით და დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მიზნების განხორციელების ხელშეწყობისთვის.
„ორგანიზაციებისა და საწარმოების გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდა სამუშაო ძალის დანაკლისი; პრიორიტეტული ეკონომიკური სფეროები და დასაქმების არსებული და პოტენციური შესაძლებლობები; შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიები; დამსაქმებელთა მხრიდან განათლების დონის მოთხოვნა, პოზიციების მიხედვით და სხვა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მაღალია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანთა დასაქმების მაჩვენებელი, განსაკუთრებით საჯარო სამსახურში. თუმცა, დაბალია უმაღლესი განთლების საჭიროებებზე მორგებული სამუშაო ადგილების გენერაციის დონე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უმაღლესი განათლების მოთხოვნის მქონე სამუშაო ადგილები გაჯერებულია სამუშაო ძალით“, – განუცხადა knews.ge-ს ელზა ჯგერენაიამ.
კვლევის საფუძველზე შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც სამუშაოს მაძიებელს და დამსაქმებელს შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.
შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის თვისებრივი კვლევის საფუძველზე გამოვლენილ პოზიციებზე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა მომზადება-გადამზადების პროგრამა გასული წლის სექტემბერში დაიწყეს.
ჯანაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადია შემდეგი პროფესიები:
1. ავტომობილის დიაგნოსტიკოსი
2. ავტომობილის ზეინკალი
3. ავტომობილის შემკეთებელი ელექტრო-ტექნიკოსი
4. ამწის მემანქანე
5. ბარმენი
6. ბაღის დიზაინერი
7. ბუღალტერი
8. გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე
9. გამყიდველ-კონსულტანტი
10. გიდი
11. დურგალი
12. ელექტრიკოსი
13. ელექტრომექანიკოსი
14. ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი
15. ელმავლის მემანქანე
16. ენერგეტიკოსი-მემონტაჟე
17. ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემის მემონტაჟე
18. ზეინკალი
19. ზეინკალ-სანტექნიკოსი
20. ინფორმაციული ტექნოლოგი
21. კალატოზი
22. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრატორი
23. კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი
24. კონდიტერი
25. მებაღე
26. მებოსტნე
27. მემანქანე
28. მეფილე-მომპირკეთებელი
29. მეხილე
30. მზარეული
31. მიმღები-რეცეფციონისტი
32. მოლარე
33. მშენებლობის მწარმოებელი
34. მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი
35. ნავთობისა და გაზის მეურნეობის ტექნიკოსი
36. ოფისის მენეჯერი
37. ექთნის თანაშემწე
38. რადიო- და სატელევიზიო სისტემების მომსახურებისა და ექსპლუატაციის ოპერატორი
39. რკინაბეტონის სამუშაოთა მწარმოებელი
40. სავალი ნაწილის ტექნიკოსი
41. საკერავი მანქანების მექანიკოსი
42. საკერავი მანქანების ოპერატორი
43. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
44. სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი
45. სარესტორნო საქმის მწარმოებელი
46. სასტუმრო საქმის მწარმოებელი
47. სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი
48. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
49. ქვისა და სხვა მასალების დეკორატიული დამუშავების სპეციალისტი
50. ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი
51. ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი
52. შემდუღებელი
53. ძრავის შემკეთებელი
54. წარმოების უსაფრთხოების სპეციალისტი
55. ხილ-ბოსტნეულის გადამმუშავებელი