სასწრაფო დახმარების მანქანა თუშეთს მაისიდან მოემსახურება
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ბექა ბაიდაური იყენებდა. როგორც knews.ge-ს თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ლაგაზიძემ განუცხადა, სასწრაფო დახმარების მანქანა თუშეთის ამბულატურიას ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის გახსნის შემდეგ გადაეცემა. მისი თქმით, ჩეხეთის განვითარების ფონდი, აპრილის ბოლომდე, ავტომობილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აპარატურით აღჭურავს.
„ამ მსუბუქი ავტომობილით ექიმები მაღალმთიანი თუშეთის ტერიტორიაზე სწრაფად გადაადგილდებიან შიგთავსი აღჭურვილობით. იმედი გვაქვს, რომ სეზონის დაწყებისათვის ეს მანქანა თუშეთს მოემსახურება. სასწრაფო დხამარების მანქანა მუდმივად თუშეთში იქნება“, – განაცხადა ზაზა ლაგაზიძემ.