გურჯაანში რაგბის უფასო კლუბი გაიხსნა
კლუბ “ერთობაში” გაწევრიანება 1997 წლიდან 2008 წლამდე დაბადებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. სპორტსმენებს, ფინანსების არქონის გამო, სათანადო ინვენტარი არ გააჩნიათ.
„რაგბის კლუბის დაარსება ერთ მიზანს ემსახურება, ახალგაზრდებმა თავიანთი ცხოვრება ჯანსაღად წარმართონ. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული რაგბის კლუბის დამფინანსებელი გამოჩნდება. ახალგაზრდა სპორტსმენებს ბევრი რამ სჭირდებათ, რათა მათ განაგრძონ ვარჯიში“, – განაცხადა მამა ვაჟამ.