ახმეტის მე-2 საჯარო სკოლაში ტუბერკულოზით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა
როგორც knews.ge-ს სკოლის დირექტორმა ეკატერინე პატარკაციშვილმა განუცხადა, ტუბერკულოზი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი მოსწავლეს, რომელიც მკურნალობა თბილისში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში უტარდება. პატარკაციშვილის ინფორმაციით, დაავადებით ინფიცირებული მოსაწვლის კლასელებს გურჯაანში სპეციალური შემოწმება ჩაუტარდათ, თუმცა არც ერთ მათგანს ინფექციური დაავადება არ აღმოანდა.
„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მოსწავლეს ოჯახის წევრისგან გადაედო ეს დაავადება. როგორც კი ჩვენთვის ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, ყველა საკლასო ოთახში ჩავატარეთ დეზინფექცია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაავადების გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. დაავადებულის მოსწავლეების გამოკვლევაზე გურჯაანში წავიყვანეთ. საბედნიეროდ არც ერთი მოსწავლე ტუბერკულოზით ინფიცირებული არ არის“, – განუცხადა knews.ge-ს ეკატერინე პატარკაციშვილმა.