ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ლოკოკინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
როგორც knews.ge-ს დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ეს აღმოჩენა ხაზს უსვამს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებას, მნიშვნელობას და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამ ტერიტორიებზე არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდებში, მრავალი სახეობა და ცოცხალ არსებათა ჯგუფი გადარჩა.
აღმოჩენა ვოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინასებული პროექტის „ხმელეთის მოლუკსების ბიოგეოგრაფია კავკასიის რეგიონისათვის“ ფარგლებში განხორციელდა. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, Leiostyla გვარი ნეოგენურ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში. დღეისათვის კავკასიის ეკორეგიონი და მაკრონეზიის კუნძულები ითვლება Leiostyla გვარის რეფუგიუმად, სადაც, დღეისათვის, ეს სახეობა დიდი მრავალფეროვნებითაა წარმოდგენილი.