სიღნაღში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
როგორც Knews.ge-ს სიღნაღის რაიონულმა პროკურატუში განუცხადეს, ბრალდებულმა ქალმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
პროკურატურის ინფორმაციით, 27 ოქტომბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში ქმარი ორსულ მეუღლეს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა, რის შემდეგაც ქალმა სახლში იმშობიარა, შემდეგ კი ახალშობილი შვილი მოკლა.
ჩვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განხრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.