ახალი ამბები

თელავის თეატრის რეჟისორი 2015 წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორად დასახელდა

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად გამოაქვეყნა საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების (მათ შორის ახალგაზრდა), სცენოგრაფების და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომელიც მხოლოდ მხატვრული ხარისხის მახასიათებლებს ეფუძნება. 
„თელავის თეატრმა ამ კვლევაში ღირსეული ადგილი დაიკავა – ნომინაციიდან “ყველაზე პროდუქტიული რეჟისორი” ბატონი გოგი ჩაკვეტაძე თეატრის მთავარი რეჟისორია, ბატონი რობერტ სტურუა – სამხატვრო კონსულტანტი და ამავდროულად ბატონ ნიკოლოზ ჰაინე-შველიძესთან ერთად სპექტაკლის “ვინ გატეხა ქოთანი?!”-ს რეჟისორი, ხოლო ბატონი კახა გოგიძე ამჟამად მუშაობს თელავის თეატრში სპექტაკლზე “ხანუმა”. 
ნომინაციაში “წლის საუკეთესო სცენოგრაფები” ბატონი მირიან შველიძეა დასახელებული სპექტაკლით “ვინ გატეხა ქოთანი?!” ეს ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებაა“, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის თეატრში. 
ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული გამოავლინა. რეიტინგები შეადგინეს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა – თეატრმცოდნეებმა და დამოუკიდებელმა კრიტიკოსებმა, რომლებიც არც ერთ თეატრში არ მუშაობენ და ინტენსიურად ადევნებენ თვალს თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. „კანდიდატები სხვადახვა ნომინაციაზე თეატრების მიერ წარმოდგენილი პრემიერების სიის მიხედვით განიხილებოდა. ის სპექტაკლები, რომლის პრემიერებიც 2015 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში შედგა, ჟიურის არ გინუხილავს“, – განუცხადეს knews.ge-ს თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრში. 
კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 45 თეატრიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 33 და 7 კერძო თეატრის 2015 წლის მონაცემებს.