ალასანია – თვითმმართველობის რეფორმა ფაქტობრივად არ განხორციელდა
,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, თელავის დემოკრატიის სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულები დაკომპლექტდება პროფესიონალი და კომპეტენტური გუნდით, რომელიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს და შედეგად რეგიონებში დეცენტრალიზებული მმართველობა დამყარდება.
ალასანიამ სხვადასხვა მიმართულებებით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზეც ისაუბრა. საგარეო ფაქტორი, ეკონომიკა, განათლება და შიდა პარტიული გეგმები – ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა აქცენტი გააკეთა.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისა და მსმენელებისათვის პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების ციკლს კვლავ გააგრძელებს.