მაყურებლების აქტივობის მიხედვით თელავის თეატრი მეორე ადგილზეა
ეს მონაცემი ასახავს საქართველოს ყვლა რეგიონი თეატრის დატვირთულობის რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელშიც არ შედის თბილისში არსებული სახელმწიფო და კერძო თეატრების რეიტინგი. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა 9 ნომინაციაში საუკეთესო ხუთეული გამოავლინა. ცენტრმა რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად გამოაქვეყნა საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების (მათ შორის ახალგაზრდა), სცენოგრაფების და ქორეოგრაფების რეიტინგებიც, რომელიც მხოლოდ მხატვრული ხარისხის მახასიათებლებს ეფუძნება. რეიტინგები შეადგინეს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრებმა – თეატრმცოდნეებმა და დამოუკიდებელმა კრიტიკოსებმა, რომლებიც არც ერთ თეატრში არ მუშაობენ და ინტენსიურად ადევნებენ თვალს თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს. თელავის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე 2015 წლის 5 ყველაზე პროდუქტიულ რეჟოსორს შორის დასახელდა.
კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 45 თეატრიდან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 33 და 7 კერძო თეატრის 2015 წლის მონაცემებს.