კახეთში ალაზნისპირა მიწების დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამი სოფლის კარდენახის, ბაკურციხესა და კოლაგის მოსახლეობა 3 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე დრენაჟის სერვისით ისარგებლებს”,– განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში შპს “საქართველოს მელიორაციის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობი 13 690 ჰექტრამდე გაიზარდა, ხოლო ნიადაგის დაშრობა 925 ჰექტარზე ხორციელდება. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის სარეაბილიტაციო პროგრამით კახეთში განხორციელდება 15 პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ მელიორირებული ფართობი რეგიონში 6 000 ჰა-ით გაიზრდება. 15 სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 12 943 679 ლარს შეადგენს.