საგარეჯოელმა ძიუდოისტმა გოგონებმა საქართველოს ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვეს
პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს: სალომე გულისაშვილმა, სალომე ბლიაძემ, ნატალია ყიფშიძემ და სალომე მჭედლიშვილმა.
სალომე არაბული, მარიამ ლაფაჩიშვილი, ხატია მინდიაშვილი, თიკო რევაზიშვილი და გულიკო კახოიანცი ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ.
ბრინჯაოს მედალი კი ანა ასანიშვილსა და მარიამ კოხტაშვილს გადაეცა.
“ძიუდოისტი გოგონების კიდევ ერთი წარმატება უმნიშვნელოვანესია. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ძიუდოს პოპულარიზაციასა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ სერიოზული წარმატებები წინ გვაქვს”, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა.