სტატიები

სოფო რაფაელა – ახალგაზრდა წარმატებული კომპოზიტორი გურჯაანიდან

ის ამბობს, რომ კომპოზიტორად მის ჩამოყალიბებაში დიდი როლი დედამისმა, მუსიკოსმა კლარა კეჟერაშვილმა ითამაშა. სოფო რაფაელა იმასაც იხსენებს, რომ ბავშვობიდან სიმღერის დიდი სიყვარულის და თავდაუზოგავი შრომის გამო მასზე დოკუმენტური ფილმიც ,,ნორჩი კომპოზიტორი-სოფი რაფაელა’’ გადაიღეს.
,,სიმღერით ბავშვობიდან დავინტერესდი. დედა მუსიკოსია, ღირსების ორდენის კავალერი და არაერთი გუნდის დირიჟორი. იგი თელავში გუნდ ,,ქალგულოს’’ დირიჟორი გახლდათ. ორი წლის ვიყავი, როცა კონსერვატორიის დიდ დარბაზში შვიდი სიმღერა შევასრულე. უფრო სერიოზულად ექვსი წლის ასაკში დავიწყე მუსიკაზე ფიქრი. ვეუფლებოდი როგორც ფორტეპიანოს, ასევე ვიოლინოს, თუმცა მივხვდი მალევე, რომ ჩემი სტილი არ იყო და შევეშვი. სწორედ ექვსი წლის ასაკიდან დავიწყე საბავშვო სიმღერების წერა, რომლის ნოტებზე გადატანაშიც დედა მეხმარებოდა. ჩემი პირველი შემსრულებლები იყვნენ ჩემივე თანატოლი მეგობრები – თანაკლასელები”, – განუცხადა knews.ge-ს სოფო რაფაელამ.

ის გურჯაანში ცხრა წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სოფომ სოფელ ახაშნის სკოლაში მიიღო საშუალო განათლება და 14 წლის ასაკში დაამთავრა სახელოვნებო კერძო სკოლა, სადაც 7 წელი ისწავლა. სკოლისა და მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რათა მომავალი კარიერული მიზნები დედაქალაქში განოხორციელებინდა. 

“მეამაყება, რომ რომ კახელი ვარ. ცხრა წელი მომიწია აქ ცხოვრება და მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, რათა ჩემი მომავალი კარიერა სწავლის გაღრმავებით დამეწყო. ჩავაბარე მესამე სამუსიკო სასწავლებელში, პარალელურად სტომატოლოგიურ კოლეჯში ვსწავლობდი. შემდეგ საფორტეპიანო ფაკულტეტის დასრულებისთანავე ვოკალურ გამყოფილებაზე ჩავირიცხე და მერე კონსერვატორიაში გავაგრძელე სწავლა. ამასობაში დაგროვდა ჩემი სიმღერები, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილებისთვის და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა გადავწყვიტე’’,- განაცხადა სოფია რაფაელამ.
კომპოზიტორი აღნიშნავს, რომ მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი მამა თავმას ჩოხელის ლექსზე ,,აყვავებულა იასამანი’’ დაწერილი სიმღერა, რომლიც ანსამბლმა “ქალდეამ” შეასრულა და მას მრავალი სხვა საგუნდო ნაწარმოებიც მოჰყვა. კომპოზიტორი ამბობს, რომ მისი დაწერილი სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლის შემაჟამებელი ჩარტში საპატიო ადგილებს იკავებს.

,,ამ წლებში მუშაობისას დაგროვდა ხუთასზე მეტი სიმღერა, რომელთაგან ზოგი ჩაწერილია ზოგი იწერება. სოლო სიმღერებიდან გამოვარჩევდი მამა გიორგი დორეულის მიერ შესრულებულ ჩემს სიმღერას ,,მივდივარ’’ რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა და წლის შემაჯამებელ ჩარტში საპატიო ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, ასევე, ფოლკლორული ჟანრის სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ ამ მიმდინარეობის მომღერლები. მაგალითად ბესო გოფოლაშვილის შესრულებული ,,სატრფიალო’’ დიდი პოპულარობით სარგებლობს. არამარტო საქართველოში მის ფარგლებს გარეთაც იწერება და მოთხოვნადია ჩემი სიმღერები. არ შემიძლია არ გამოვყო გიორგი სამარღანიშვილის შესრულებული ,,ჩემი დიდი სათქმელი’’, რომელიც უმოკლეს ხანში გახდა ბევრისთვის საყვარელი სიმღერა”, – აღნიშნა რაფაელამ. 

ახალგაზრდა მუსიკოსმა შექმნა საკუთარი მუსიკალური ჯგუფიც ,,კონური’’, რომელმაც არაერთი ჰიტად ქცეული სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. სოფო, ასევე, ფილმ ,,ბოლო ნახატის” კომპოზიტორია, რომლის რეჟისორიც ვალერი ფიფიაა. ფილმის პრემიერა რამდენიმე დღეში გაიმართება.
“ჩემს სიმღერებს,ასევე, ასრულებს თეატრალური კვარტეტი და მარიამ რომელაშვილი. პირველი სავიზიტო სიმღერა დავწერე ძველი ქართული კინომუსიკის პოპური, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ჰიტ ათეულებში საპატიო ადგილს იკავებდა და შემდეგ წლის შემაჯამებელ ჩარტში მოხვდა. მეორე სიმღერა ,,დარდიმანდები’’, სადაც ტექსტი და მუსიკა ჩემია, საკმაოდ პოპულარული გახდა. სოლო სიმღერებიდან გამოვარჩევდი მამა გიორგი დორეულის მიერ შესრულებულ ჩემს სიმღერას ,,მივდივარ’’ რომელსაც დიდი რეზონანსი მოჰყვა და წლის შემაჯამებელ ჩარტში საპატიო ადგილი დაიკავა. წარმატების საიდუმლოს რაც შეეხება ესაა შრომისადმი დიდი სიყვარული, ერთი წუთი ყურადღება არ უნდა მოადუნო და აკეთო ის რაც გიყვარს ნაძალადევად არაფერი გამოდის”, – განაცხადა კომპოზიტორმა. 
სოფია რაფაელასთვის წარმატების საიდუმლო შრომისადმი დიდი სიყვარული. მას სჯერა, რომ ადამიანი გაცილებით წარმატებული იქნება მაშინ, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში წარუმატებლობას შეეგუება, თუმცა მომავალში გააგრძელებს ბრძოლას. ის გეგმავს, რომ სამომავლოდ თავისი შემოქმედება უცხო ქვეყნების მოქალაქეებსაც გააცნოს.