ლარში სესხები გაიაფდა
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ფიქსირდება.
გასული წლის მარტში საპროცენტო განაკვეთი 16,71 იყო, დღეის მონაცემებით კი 1,44 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული და 15,13%-ს შეადგენს. მარტში განსაკუთრებული ცვლილება იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე ფიქსირდება – ერთწლიან ინტერვალში სესხები 14.07%-დან 11.91%-მდე შემცირდა, ერთთვიან პერიოდში კი 12.27%-დან 11,91%-მდე.
ასევე სესხი გაუიაფდათ ფიზიკურ პირებსაც. ლარში აღებულ სესხზე საპროცენტო განაკვეთები წლიურად 1,01% შემცირდა, თვის განმავლობაში კი 0,17%-ით. კერძოდ, 2023 წლის მარტში ლარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18.48%-ს, წელს მარტში – 17.47%-ს, 2024 წლის თებერვალში კი 17.64%-ს.