სტატიები

რატომ არის საჭირო დროებითი გენდერული კვოტა

საინიციატივო ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქალების წარმომადგენლობის დაუყოვნებელი გაზრდისათვის აუცილებელია დროებითი სპეციალური ზომა – გენდერული კვოტა, რომელიც პალიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, პარტიულ სიებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით ჩასმას, რაც გაზრდის ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას და შეამცირდებს გენდერულ დისბალანსს.
საინიციატივო ჯგუფის წევრის, მაია ჩიტაიას განცხადებით, საქართველოს აქვს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, გაზარდოს ქალების წარმომადგენლობა პარლამენტში. გაეროს „ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ კომიტეტის მიერ შემუშავებული 2014 წლის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ შემდგომი ორი წლის ვადაში პოლიტიკურ და საჯარო პროცესებში ქალთა სრულყოფილი და თანაბარი მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.
,,ვსაუბრობთ იმაზე თუ რატომ არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მნიშვნელოვანი და რა ბარიერები ექმნებათ პოლიტიკაში მოსვლისას. პრობლემების მოგვარების დაუყოვნებლივი გზა გენდერული კვოტაა. დღეს 150 პარლამენტარიდან 18 ქალია, რაც ძალიან ცოტაა იმისთვის რომ დადგეს გარკვეული ცვლილებები. პარტიები თუ ნებაყოფლობით გამსვლელ სიებში არ აყენებენ ქალების კანდიდატურებს, ამისი მოგვარების გზაა დროებით სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებაა. პარტიებმა გასვლელ სიებში უნდა შეიყვანონ ქალები რაც 30 %-მდე გაზრდის პარლამენტში ქალების რაოდენეობას. ქალებს აქვთ განათლება და კვალიფიკაცია, რა არ აქვთ მათ? არ აქვთ გამბედაობა, რადგან კულტურა უქმნით ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ის ნაკლებად კვალიფიციურია და კაცი რადგან კაცია, ის პოლიტიკისთვის დაიბადა, რაც არის მითი. ამიტომ რეგიონებში ქალებს ვისაც აქვთ კვალიფიკაცია, და სურთ, რომ ირგვლივ გარკვეული ცვლილებები გაატარონ ჩვენს აქ ვართ მათ წასახალისებლად. კაცებს გვინდა, რომ ავუხსნათ ქალები არიან კვალიფიციურები და ისინი უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში“, – აცხადებს ჩიტაია. 
საინიციატივო ჯგუფის წევრის, იდა ბახტურიძის განმარტებით, გენდერული კვოტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში ნაკლებად არის გავრცელებული.
,,გენდერული კვოტა არის დროებითი ზომა, რომელიც უზრუნველყოფს ქალების რაოდენობის ზრდას პოლიტიკაში და იმ ბარიერების მოხსნას რაც ქალებს ექმნებათ პოლიტიკაში. ეს ერთადერთი გამოსავალია იმ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. იმ ტრადიციების გამო, რომლის მიხედვითაც ქალებს ექმნებათ ბარიერები პოლიტიკაში, გამოცდილებამ აჩვენა, რომ კვოტების სისტემა კარგად იმუშავებს, რომელიც ამ დისკრიმინაციული მდგომარეობის მაკომპენსირებელია. უნდა მოხდეს გააზრება რატომ უნდა მოვიდნენ ქალები პოლიტიკაში. გენდერული კვოტის შესახებ თემები კარგად გააზრებული და გაანალიზებული არ არის,“ – აცხადებს ბახტურიძე.
,,ქალთა საინიციატივო ჯგუფმა“ გენდერული კვოტის შესახებ საინფორმაციო კამპანია „პოლიტიკაSHE” დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 12% – ია ქალი, ადგილობრივ ხელისუფლებაში ქალები მხოლოდ 11%-ით არიან წარმოდგენილი; 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; ქვეყნის არცერთი მერი და გუბერნატორი არ არის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი.