ახალი ამბები

თელავში პლატფორმა ,,ლიბანდაკის” ,,თავისუფლების სკოლა” დასრულდა

თელავში ,,თავისუფლების სკოლის“ კოორდინატორის ეკა კევლიშვილის განცხადებით, პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ კვალიფიცირებული ლექტორებისაგან და წარმატებული ადამიანებისგან მიეღოთ ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ.
,,თავისუფლების სკოლის“ კურსი გაიარა ახალგაზრდამ და მათ გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი. კურსის ღირებულება შეადგენდა 30 ლარს. საუკეთესო მოსწავლეებს გადაეცათ ორგანიზაციისგან სასწავლებელი გრანტი, რომელმაც სრულად დაფარა სწავლების საფასური. გრანტის მიღება შესაძლებელი იყო ტესტირებისა და გასაუბრების გავლის შედეგად,”– განუცხადა knews.ge-ს ეკა კევლიშვილმა. “თავისუფლების სკოლამ” სტარტი 1 დეკემბერს აიღო.