ახალი ამბები

კახეთის ერთ-ერთ ქალაქში მცირეწლოვან ბავშვებს დახმარება ესაჭიროებათ

ოჯახში უფროსი ბავშვი 10 წლისაა, უმცროსი – 2 წლის. მათ არ აქვთ ტანსაცმელი, საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი, არ გააჩნიათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ბავშვებს ესაჭიროებათ ფეხსაცმელიც, ზომები 36, 34, 30 და გოგონას 22.
ერთ-ერთ ბავშვი დაავადებულია ეპილეფსიით, რომელსაც გარკვეული მედიკამენტები სჭირდება. 
ბავშვების საახალწლო სურვილები სხვა ბავშვებისგან განსხვავებულია. ისინი ოცნებობენ ჰქონდეთ ტელევიზორი, საწოლი და მაგიდა.
თუ ვინმეს გაგიჩნდებათ ოჯახის დახმარების სურვილი, გთხოვთ მოგვწეროთ.