ახალი ამბები

დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების დღეა

აღსაყდრების 38-ე წლისთავი უწმინდესს ყოფილმაპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა იტაკლი ღარიბაშვილმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა, სადაც ილია მოერემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ტაძარში შეკრებილთ მრევლს მიმართა მეუფე დანიელმა, რომელმაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ღვაწლზე ისაუბრა და გაიხსენა ის ურთულესი პერიოდი, როდესაც პატრიარქს უწევდა მოღვაწეობა. მეუფე დანიელის თქმით, უფალმა უწმინდესს დააკისრა მისია, იმედი არ გაეცრუებინა ერისათვის და ამ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თვალშისაცემი იყო ეკლესიისადმი ადამიანების შეუქცევადი შემობრუნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ქადაგებისას ბრძანა, რომ 38 წლის განმავლობაში მუდამ გრძნობდა უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს მისი ხელი და ატარებს ურთულეს გზებზე..

“მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირად გვიგზავნის განსაცდელებს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა”, – ბრძანა უწმინდესმა. 
1977 წლის 23 დეკემბერს პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კრებამ ახალ კათალიკოს-პატრიარქად, ერთხმად, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია აირჩია. 
ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 20-ზე მეტი მოქმედი ტაძარი. ამჟამად საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში სულ 45 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 47 მღვდელმთავარი, მათგან 2, ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი და ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი ტიტულარულია. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი, სასულიერო პირებისა და ბერ-მონაზონთა რაოდენობა სამიათასს აჭარბებს.