ახალი ამბები

“რქაწითელი” “ბლუმბერგის” საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა

„საქართველოში დამზადებული ეს ფორთოხლისფერი ღვინო დაყენებულია ქვევრში, სადაც მწიფდება და ძველდება“, – წერს გამოცემა.
ღვინის კრიტიკოსი ელინ მაკკოი, ასევე, წერს, რომ ძვირადღირებულ ღვინოებს მხოლოდ მაშინ სვამს, როდესაც ის ნამდვილად კარგია. “საბედნიეროდ არსებობს ღვინოები, რომელთა შესაძენად მთელი ქონების გაღება არ დაგჭირდებათ”, – აღნიშნავს ავტორი. გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, „რქაწითელი“ 20 დოლარი ღირს.