ახალი ამბები

თელავის გამგეობა საახალწლო განათებებისთვის 1000 ლარს დახარჯავს

თელავის მუნიციპაიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, 22 ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებს გადაეცათ საახალწლო განათებები, რომლებიც სოფლების ცენტრში განთავსდება.
,,საახალწლო განათებების ნაწილი შარშანდელი იყო და ის გადავანაწილეთ ყველა სოფელზე. გარდა ამისა, მოთხოვნა იყო რამდენიმე სოფლიდან, რომ დამატებოდათ საახალწლო განათებები და მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. წელს ამ კუთხით ბიუჯეტიდან 1000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. ამის გარდა სხვა საახალწლო ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება,”– განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.