ახალი ამბები

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ფოტო–ტური მოეწყო

ფოტოინსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით ფოტო–ტურის მონაწილეებმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეებს აგრეთვე წარედგინათ ფოტო–კონკურს ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ის თემა და პირობები CENN-ის პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ რეგიონული კოორდინატორის მიერ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფოტოტური ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ( ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა და მისი ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. სიმაღლე კი ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს.