ახალი ამბები

თელავის ავტოსადგურის რეაბილიაციაზე 80 ათასი ლარი დაიხარჯება

თელავის მერის პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, 20 წელია, რაც ავტოსადგურში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
,,ჩვენი სირცხვილია ასეთ სიტუაციაში რომ არის თელავის ავტოსადგური. გზის საფარიც დაზიანებულია და გადაადგილებისას თელაველებს, ტურისტებს დისკომფორტი ექმნება. ახალ სამუშაო წელს ამ პრობლემის მოგვარებით დავიწყებთ,’’– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.