ახალი ამბები

თელავში ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო აქცია გაიმართა

აქციის ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცემული ბუკლეტები. საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა და თელავის მე-6 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა.
,,საინფორმაციო ცენტრი მუდმივად მართავს სხვადასხვა სახის ღონისძიებას, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ნატო – საქართველოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განიცდის ამ მიმართულებით. აქციის ფარგლებში მოსახლეობას დავურიგეთ ფლაერები და განვუმარტეთ რას მოიცავს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი და როდიდან და რა პირობებში შეუძლიათ მოქალაქეებს წასვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და შენგენის ზონაში უვიზოდ,”– განუცხადა Knews.ge-ს “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” კახეთის ბიუროს ხელმძღვანელმა ერეკლე როსებიშვილმა.