თესაუმ ,,მწერალთა სახლთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თესაუმ ,,მწერალთა სახლთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, ,,კავკასიურ სახლთან“ კი სამომავლო ურთიერთობის გეგმები დასახა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტებს, რომლებიც აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თელავის უნივერსიტეტში განხორციელდება.
2016 სასწავლო წლიდან თესაუში სხვადასხვა კონკურსთან და ღონისძიებასთან ერთად, იგეგმება საჯარო ლექციების ჩატარებაც, რომლებსაც ლიტერატურის, კულტურულ-საგანმანათლებლო, კონფლიქტების, საერთაშორისო ურთიერთობების და კავკასიური კვლევების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტები წაიკითხავენ. ლექციებზე დასწრება, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეეძლება.