ზემო ქედში ავტოავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა
შემთხვევა კვირას მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
საინფორმაციო სააგენტო “ქიზიყის” ინფორმაციით, მოზარდი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა, საღამოს კი თანაკლასელებთან ერთად მეზობელს სოფელში მიდიოდა ოპელის მარკის ავტომობილით, რომლის დროსაც ავარია მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მანქანა არხილოსკალო-ქვემო ქედის ცენტრალურ მაგისტრალზე მოსახვევში მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.