ქალაქ თელავის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის დაფინასება 6%-ით გაიზრდება
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს თქმით, წინა წელთან შედარებით აღნიშნული სფეროს დაფინანსება 6%-ით გაიზრდება.
,,2015 წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებაზე 2 786 000 ლარი დაიხარჯა, 2016 წელს 2 მილიონ 934 500 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა გადანაწილდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების და პროექტების განხორციელებაზე. ამაში შედის ქალაქში გზების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, გარეგანათების სისტემის მოწესრიგება, ხევების და სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია, სათვალთვალო კამერების და შუქნიშნების შეძენა-განთავსება და სხვა,”– განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.