თელავში სპორტული ტირი გაიხსნა
სპორტულ ცენტრში 10 მეტრის დისტანციაზე არის შესაძლებელი პნევმატური იარაღებიდან (შაშხანა, პისტოლეტი) სროლა.
შენობაში განთავსდა რვა ელექტრონული და ერთი ციფრული სამიზნე ფარი, რომელიც საერთაშორისო სროლის ფედერაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
,,თელავის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ორ პარასპორტსმენსს შეუძინა საერთაშორისო სროლის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი პისტოლეტი. ამის შემდეგ გავარემონტეთ და აღჭურვეთ თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში არსებული ფართი რომლის ბაზაზეც ტირი დაარსდა. ხელი შევეუწყეთ მწვრთვნელების გადამზადებას ქ. თბილისში ნ.სალუქვაძის სახელობის ტირში. თელავის სპორტული ტირის მიზანს ინახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმებას, სპორტულ–საზოგადოებრივ ინტეგრაციას და ამ სახეობის სპორტის პოპულარიზაციას”, – აცხადებენ მერიაში.
სპორტული ცენტრის გახსნას სამგზის მსოფლიო ჩემპიონი მიზანში სროლაში ნინო სალუქვაძე ესწრებოდა.