ქარტიის საბჭომ ახალი წევრები აირჩია
ქარტიის საბჭოს ახალი წევრები გახდნენ ჟურნალ „ინდიგოს“ რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი, გაზეთ „კახეთის ხმის“ დამფუძნებელი და რედაქტორი მაია მამულაშვილი და ზუგდიდის საინფორმაციო სააგენტო livepress.ge დამფუძნებელი და რედაქტორი გერონტი ყალიჩავა.
ახალი წევრები საბჭოში ჩაანაცვლებენ ირაკლი აბსანძეს, ლაშა ზარგინავას და გიორგი მგელაძეს. საბჭომ საერთო კრებაზე სარევიზიო კომისიის ახალი წევრებიც აირჩია და ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.