ახალი ამბები

თელავში კულტურისა და სპორტის მიმართულების დაფინანსება 17%-ით გაიზრდება

თელავის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ნათია ყაველიშვილის განცხადებით, აღნიშნული სფეროს დაფინანსება მომავალს წელს მოიმატებს 290 000 ლარით, რაც 17%-იან ზრდას ნიშნავს.

სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის 770,3 ათ.ლარი დაიხარჯება.სპორტული ღონისძიებებისათვის 18 ათასი ლარია გათვალისწინებული; სასპორტო გაერთიანებისათვის გამოყოფილია 319 900 ლარი; საფეხბურთო სკოლა „კახეთისათვის“- 122 400 ლარი; სპორტულ კლუბთა გაერთიანება „თელავისთვის“ – 310 ათასი ლარი. კულტურის განვითარების ხელშეწყობას 1მილიონ 66 ათასი ლარი მოხმარდება. აქედან ა(ა)იპ “ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი” დაფინანსდება – 130 ათასი ლარით; ა(ა)იპ “№1 სამუსიკო სკოლა” – 87 ათასი ლარით; ა(ა)იპ “№2 სამუსიკო სკოლა” – 82 ათასი ლარით; ა(ა)იპ “ ელ.ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა” – 75 200 ლარით; ა(ა)იპ “ საბიბლიოეკო გაერთიანება” – 132 ათასი ლარით; ააიპ კულტურის ცენტრი – 300 ათასი ლარით; ააიპ კულტურისა და დასვენების პარკი “ნადიკვარი” – 30 000 ლარით. კულტურული ღონისძიებების დაფინანსებისათვის გათვალისწინებულია 29 800 ლარი; ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრისათვის გამოიყოფა 200 000 ათასი ლარი; საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობას, ტელე-რადიო მაუწყებლობას და საგამომცემლო საქმიანობასა და ძეგლთა დაცვის ღონისძიებებს 105 500 ლარი მოხმარდება“, – განუცხადა knews.ge-ს ნათია ვაყელიშვილმა.

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 9 494 220 ლარით განისაზღვრება. გასულ წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტი 12 %-ით გაიზრდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტულ სფეროებად კვლავ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება.