ახალი ამბები

ქალაქ თელავში სოციალური მიმართულებაზე 808 300 ლარი გამოიყოფა

2015 წელთნ შედარებით ამ მიმართულებაზე თანხა 75 800 ლარით გაიზარდა. თელავის მერის პლატონ კალმახელიხის განცხადებით აღნიშნული ფინანსური რესურსი სხვადასხვა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამას მოხმარდება. გასული წლის მსგავსად მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტულ სფეროებად კვლავ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება. 
„ეს თანხა ძირითადა განკუთვნილია სოციალური პროგრამების დაფინანსებისათვის, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების პროგრამას; ომის მონაწილეთა, სამაჩაბლო-აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, ლტოლვითა და უპატრონო ადამიანთა გარდაცვალებისას სარიტუალო ხარჯების დაფინანსების პროგრამას ; სოციალურად დაუცველ ერთიან ბაზაში მყოფი ოჯახების დამხარების პროგრამა; დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების დამხარების პროგრამა; ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა და ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა და ა.შ. 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ. 
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 9 494 220 ლარით განისაზღვრება. კალმახელიძის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტი 12 %-ით გაიზრდება.