უფასო სასადილოების დაფინანსებისათვის თელავის ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოიყოფა
გასულ წელთან შედარებით სოციალურად დაუცველთა კვებაზე თანხა 10 000 ლარით გაიზარდა. ჯამში სოციაურ და ჯანდაცვის მიმართულებას მომავალ წელს 808 300 ლარი მოხმარდება.
„უფასო სასადილოს დაფინანსება ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ პირთა ყოველდღიურ სადილს, რაც მათ უმარტივებს ყოველდღიურ აუცილებელ საზრუნავს და შეძლებისდაგვარად ამსუბუქებს უმწეოთა სოციალურ მდგომარეობას. წინა წლებში ამ მიმართულებით მცირე რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი. მას შემდეგ, რაც გავხდი ქალაქის მერი, ამ მიმართულებით დაფინანსებაგაიზარდა“, – განუცხადა knews.ge-ს თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 9 494 220 ლარით განისაზღვრება. გასულ წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტი 12 %-ით გაიზრდება. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პრიორიტეტულ სფეროებად კვლავ განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურის განვითარება რჩება.