გურჯაანში მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო ერთი პირი დააკავეს
,,დაკავებულია პირი, რომელიც ოჯახში ჩადენილი ძალადობისათვის იძებნებოდა. მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. დაკავებული გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულების მერვე საპყრობილეში. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 30 ივლისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ლუიზა ფ-ს”, – განაცხადა გურჯაანის რაიონული საამართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ კ-ს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას, სასჯელის სახით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.