კახეთში ეკლესიების გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 დეკემბერს, ღამით, გაძარცვა ლაგოდეხში მდებარე ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, საიდანაც 440 ლარი და 20 აშშ დოლარი წაიღო.
9 დეკემბერს განმეორებით ლაგოდეხისაღნიშნული ეკლესიის გაქურდვის მეორე ფაქტი დაფიქსირდა. თამაზ ჭ-მ ტაძრის შესაწირი ყუთიდა 30 ლარი მოიპარა. იმავე ღამით მან ლაგოდეხში მდებარე სამების ეკლესიაც გაძარცვა და 80 ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
13 დეკემბერს მან დააზიანა ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კარები, ეკლესიაში შეაღწია და მესამედ სცადა ქურდობა, თუმცა, თანხის არარსებობის გამო განზრახვა ვეღარ განახორციელა.
15 დეკემბერს თამაზ ჭ-მ გურჯაანში მდებარე ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრიდან კი უნებართვოდ150 ლარი წაიღო.
პოლიციამ შესაწირის 2 ყუთი, მოპარული ფულის ნაწილი, ხელთათმანები და ხელსაწყო, რომელსაც ბრალდებული დანაშაული ჩადენისას იყენებდა, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.