სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი 5 842 ათასი ლარით განისაზღვრა
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 5 842 ათასი ლარით განისაზღვრა. 2016 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები სასმელი წყლის მოწესრიგება, გზებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაა. ბიუჯეტში გასულ წელთან შედარებით, სოციალური პაკეტი 10 ათასი ლარით გაიზარდა და 530 ათასი ლარი შეადგინა. ბიუჯეტის პროექტის განხილვას საჯარო მოხელეთა გარდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.