დავით გარეჯის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდა
გიორგი გზირიშვილის უწყების ინფორმაციით, განაღმვითი სამუშაოების ფარგლებში ორგანიზაციამ გააუვნებელყო 1270 აუფეთქებელი და 6966 ინერტული საბრძოლო მასალები. „ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი განაღმვითი სამუშაოები. 61,530,000 კვ.მ ტერიტორია უსაფრთხო გახადა იმ ათასობით ვიზიტორისათვის, რომლებიც სტუმრობენ დავით გარეჯისა და იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსებს და იმ ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომელიც იყენებს აღნიშნულ ტერიტორიებს. სამუშაოებზე ადგილობივი მოსახლეობა დასაქმდა და პროექტისათვის გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მათი შრომის ანაზღაურებას მოხმარდა“, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა.
განაღმვითი სამუშაოები დაფინანსდა იაპონიის სახელმწიფოსა და აშშ-ის მიერ. პროექტის განხორციელებაში დაიხარჯა 1,5 მილიონ დოლარზე მეტი.