სოფელ ჩუმლაყში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
დაზარალებულის მეზობლების განცხადებით, სახლიდან მძარცველებმა წაიღეს თანხა 1000 დოლარის ოდენობით და სანადირო თოფი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩუმლაყში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ძიება უკვე დაწყებულია. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს.